RealMusic
5 лет

Kartan modga shemodgoma

3:30
114 47%
Лицензия
Текст
კართან მოდგა შემოდგომა
ნაადრევად მოფრენილი
გაზაფხულის მეგობრები
დამეფანტნენ ფოთლებივით
დამეფანტნენ ფოთლებივით
ზოგი ომის ქარიშხალში
ზოგი კიდევ მშვიდობაში
ზოგი იქით ბავშვობაში
ზოგი აქეთ დიდობაში
ზოგი აქეთ დიდობაში

ის დღეები მენატრება
გულ სავსე და მხიარული
მომეწყინა ქვეყანაზე
უმეგობროდ სიარული
უმეგობროდ სიარული
ეს ცხოვრება გამივლია
გვიშრომია გვიომია
რა ძნელია მოძმის პოვნა
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია

ო რა უცებ გაფანტულა
ნაადრევი სიხარული
ძალზე ხშირად მახსენდება
ის პირველი სიყვარული
ის პირველი სიყვარული
რა ყოფილა მოგონება
გული დარდით დამექარგა
სიყმაწვილის ბილიკებზე
ერთი გოგო დამეკარგა
ერთი გოგო დამეკარგა

მენატრება მისი ნახვა
მისი გული მხიარული
მომეწყინა ქვეყანაზე
უალერსოთ სიარული
უალერსოთ სიარული
ეს ცხოვრება გამივლია
გვიშრომია გვიომია
რა ძნელია სატრფოს პოვნა
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია

ეს ცხოვრება გამივლია
გვიშრომია გვიომია
რა ძნელია სატრფოს პოვნა
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია
დაკარგვა კი იოლია